ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა – როგორია ეპიდვითარება დედაქალაქსა და რეგიონებში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 8 545 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

თბილისში გამოვლენილია 4 797 შემთხვევა, აჭარა – 1 184, იმერეთი – 859, ქვემო ქართლი – 302, შიდა ქართლი – 429, გურია – 186, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 289, კახეთი -339, მცხეთა-მთიანეთი – 176, სამცხე-ჯავახეთი – 138, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -29.

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 13,34%, ბოლო 14 დღის – 10.44%, ბოლო 7 დღის – 10.93%.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კიდევ 43 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 015 592 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 943 212, გარდაიცვალა 14 555 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები