საქართველოში კოვიდინფიცირების 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 193 პაციენტი
გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდინფიცირების 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 193 ადამიანი.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსს კიდევ 71 პაციენტი ემსხვერპლა.