ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვაცხუთის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთში საუბნო გზების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.

„სამუშაოები რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან, მერის მოადგილესთან დავით გოგლიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძესთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ღირებულება 717 000 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მ/წლის სექტემბერში დაიწყო და ამავე წლის დეკემბერში დასრულდება.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, სამუშაოებს კი შპს ,,მეკა” ასრულებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები