ამბროლაურის მერია: მუნიციპალიტეტში სკვერების მოწყობა მიმდინარეობს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, „გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP)“- ის გრანტის ფარგლებში, სკვერების მოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ამბროლაურის მერია ავრცელებს.

მერიისვე ცნობით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მიმდინარე სკვერის რეაბილიტაციას მუნიციპალიტეტის მერთან – ზვიად მხეიძესა და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საგამოფენო სივრცეების შექმნა, რაც ადგილობრივ მცირე მეწარმეებს საშუალებას მისცემთ საკუთარი პროდუქცია უფრო ფართო საზოგადოებას გააცნონ და მეტად მოახდინონ თვითრეალიზაცია.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა, „გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP)“ – ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, მონაწილეობა მიიღო საპროექტო წინადადებით – „ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სკვერების რეაბილიტაცია ამბროლაურში“ და გრანტის სახით 137 000 ლარი მოიპოვა, რომლის ფარგლებშიც ვაჟა-ფშაველასა და კოსტავას ქუჩებზე 2 სკვერის რეაბილიტაცია ხორციელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები