როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში
სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში მზიან და თბილ ამინდებს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი.
მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს.
“თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება”, – აცხადებენ სააგენტოში.