გახდება თუ არა საჭირო საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში კოვიდპასპორტის წარდგენა – მთავრობის განმარტება
პირველი დეკემბრიდან, “მწვანე პასპორტი” ამოქმედებასთან დაკავშირებით დღეს მოქალაქეებმა მთავრობისგან მოკლეტექსტური შეტყობინება მიიღეს, სადაც განმარტებულია, რომ კოვიდსაშვის წარდგენა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მაღაზიებში სავალდებულო არ იქნება.
შეტყობინებაში ასევე აღნიშნულია, რომ კოვიდსაშვის გამოყენება, მხოლოდ 18 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის იქნება სავალდებულო.
შეგახსენებთ, რომ დღეს ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა კოვიდპასპორტების საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში სავალდებულო მოთხოვნაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მეორე ეტაპზე აღნიშნული ღონისძიება აუცილებლად უნდა გატარდეს.