როდის გამოიდარებს საქართველოში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს და დათბება.
28-29 ნოემბერს მცირე ნალექი, შესაძლოა, მხოლოდ ცალკეულ რაიონში აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +18, +23 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, 27 ნოემბრიდან გამოიდარებს თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს.