ცესკოს განკარგულებით, ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომა 3 დეკემბერს გაიმართება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომის თარიღი გამოაცხადა. საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 2021 წლის 3 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

შესაბამისი განკარგულება ცესკომ 26 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო და ის გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს ძველი მოწვევის საკრებულოებმა რამდენიმე მუნიციპალიტეტში მომავალი წლის ბიუჯეტები უკვე დაამტკიცეს. მანამდე, ოპოზიცია ცესკოს საკრებულოების სხდომის თარიღის დანიშვნის გაჭიანურებაში ადანაშაულებდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები