კოვიდსტატისტიკა თბილისსა და რეგიონებში – 16 ნოემბრის მონაცემები
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში, იმერეთსა და შიდა ქართლში გამოვლინდა.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 732 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 884 შემთხვევა, აჭარა – 136, იმერეთი – 878, ქვემო ქართლი – 295, შიდა ქართლი – 425, გურია – 110, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 408, კახეთი – 285, მცხეთა-მთიანეთი – 112, სამცხე-ჯავახეთი – 158, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 41“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 795 874 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 731 996, გარდაიცვალა 11 212 პაციენტი.