“არემჯის” და დმანისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ანსამბლ “მართვეს” დამფუძნებლის, გია ტატიშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა

კომპანია “არემჯის” და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, ქალაქ დმანისში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ სახალხო სანიმუშო ანსამბლ “მართვეს” დამფუძნებლის გია ტატიშვილის საიუბილეო კონცერტი გაიმართა. ინფორმაციას დმანისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ღონისძიების საპატიო სტუმარი დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი იყო, რომელმაც არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძესთან და დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის “მართვეს” ხელმძღვანელს მარიამ ტატიშვილსა და ქორეოგრაფს უჩა ეზიეშვილს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ანსამბლ “მართვეს” სპონსორი კომპანია
“არემჯისა” და საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები