ამირან გამყრელიძე: იმან, რომ 1-ლი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტები უნდა შემოვიდეს გარკვეული ეფექტი მოგვცა, დღეს უკვე 7 000-ზე მეტი აცრა გვაქვს

დღეს დილას, უკვე 7 000-ზე მეტი აცრა გვაქვს. ასეთი მაჩვენებელი ნოემბრის განმავლობაში აღარ გვქონია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ახალმა რეგულაციებმა და ე.წ. მწვანე პასპორტის კონცეფციამ ხელი შეუწყო ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებას. ამასთან გამყრელიძემ ვაქცინების დოზებსა და ვადებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინის მარაგი საკმარისია.
„დღეს ქვეყანაში 900 000-მდე დოზა ფაიზერია. აქედან უმრავლესობას, დაახლოებით, 700 000 დოზას მარტის ბოლომდე აქვს ვადა, ნაწილს, 200 000-მდე დოზას – იანვრისა და თებერვლის ბოლომდე. ამიტომ, დოზები საკმარისია ყველასთვის – ბუსტერისთვისაც. დღეს დილას, უკვე 7 000-ზე მეტი აცრა გვაქვს. ასეთი მაჩვენებელი ნოემბრის განმავლობაში აღარ გვქონია. ანუ, იმ ინცენტივებმა და ახალმა რეგულაციებმა – იმან, რომ 1-ლი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტები რომ უნდა შემოვიდეს, რომ აცრილ ხანდაზმულ ხალხს, 60 წლის ზემოთ ვინცაა, მეტ ინცენტივს ვაძლევთ, უკვე, გარკვეული ეფექტი მოგვცა. დიდი იმედი მაქვს, ვაქცინაციის მონაცემები თანდათან მოიმატებს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები