საქართველოში კორონავისურისს 4 445 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა – 1 704, იმერეთი – 868, შიდა ქართლი – 431
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 4 445 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1704 შემთხვევა დედაქალაქში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, იმერეთის რეგიონში გამოვლინდა – 868, შიდა ქართლში – 431, ქვემო ქართლში – 321, კახეთში – 314, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 283, სამცხე-ჯავახეთში – 148, აჭარაში – 124, მცხეთა-მთიანეთში – 115, გურიაში–91. ხოლო რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში 46 ახალი კოვიდინფიცირების ფაქტი დაფიქსირდა.
ამასთან დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად კიდევ 77 პაციენტი გარდაიცვალა.
ვირუსი დაამარცხა 3 508 ადამიანმა.