საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსის 4563 ახალი შემთხვევიდან თბილისში დაფიქსირდა – 1832, იმერეთში – 711, კახეთში – 448 . ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
განახლებული მონაცემების თანახმად, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, თბილისში გამოვლენილია 1832 ახალი შემთხვევა, იმერეთში-711, კახეთში – 448, შიდა ქართლში – 423, ქვემო ქართლში-363, სამეგრელო-ზემო სვანეთში, 311, აჭარაში – 133, მცხეთა-მთიანეთში – 118, სამცხე-ჯავახეთში 104, გურიაში -84, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში- 37.
ამასთან, დღე-ღამეში კორონავირუსს კიდევ 77 პაციენტი ემსხვერპლა, ხოლო ვირუსი დაამარცხა 4744-მა მოქალაქემ.