49 ქალაქი, მათ შორის თბილისი და ბათუმი, იუნესკო-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს შეუერთდა.
იუნესკო-ს გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულეიმ ახალი ქალაქები დაასახელა მათი სურვილისთვის, დააყენონ კულტურა და შემოქმედებითობა თავიანთი განვითარების სათავეში და გააზიარონ ცოდნა და საუკეთესო პრაქტიკა.
მისი თქმით, ახალი ურბანული მოდელი უნდა შემუშავდეს ყველა ქალაქში, თავისი არქიტექტორებით, ქალაქმგეგმარებლებით, ლანდშაფტის დიზაინერებითა და მოქალაქეებით. მისი თქმით, ორგანიზაცია მოუწოდებს ყველას, იმუშაონ სახელმწიფოებთან, რათა გააძლიერონ საერთაშორისო თანამშრომლობა ქალაქებს შორის, რომლის ხელშეწყობაც იუნესკო-ს სურს.
ქსელი აერთიანებს 295 ქალაქს 90 ქვეყანაში და ინვესტიციებს კულტურასა და შემოქმედებაში ახორციელებს მდგრადი ურბანული განვითარებისთვის, მათ შორის ხელნაკეთობებსა და ხალხურ ხელოვნებაში, დიზაინში, კინოინდუსტრიაში, ლიტერატურაში, გასტრონომიაში, მედიახელოვნებაში და მუსიკაში.
წელს ქსელი ასევე აგროვებს და ავრცელებს ინფორმაციას, შემოქმედებითობასა და კულტურაზე დაფუძნებულ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ქმედებებზე, რომელსაც იუნესკო გამოაქვეყნებს პანდემიითდაზარალებული ქალაქების აღდგენის მხარდასაჭერად.