„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით ქუთაისში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია 18:00 საათზე დაიწყება და მონაწილეები არჩევნების მეორე ტურის შედეგებს გააპროტესტებენ. ასევე მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.
ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, აქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ კონკრეტულ შედეგს არ მიაღწევენ და მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი არ გათავისუფლდება.