3 ნოემბერს საქართველოს უმეტეს რეგიონში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი. რაც შეეხება ტემპერატურას ქალაქების მიხედვით, ქუთაისში +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ოზურგეთში მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +13. ბათუმშიც წვიმიანი დღეა. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15.
მზიანი დღე იქნება ფოთში. დღისით +22 გრადუს, ღამით +15. წვიმაა ნავარაუდევი ზუგდიდშიც. დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით +13. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.
მესტიაშიც ნალექი და +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 . ამბროლაურში წვიმიანი დღეა, ტემპერატურა +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი იქნება. ახალციხეში დღისით +18, ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.
+19 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება. მზიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანში, დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.
გორში წვიმა და +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +11. ცხინვალში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.
გუდაურშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +9 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +3. ომალოში დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც წვიმას პროგნოზირებენ. დღის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +20 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი.