როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდები საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

24 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში უნალექო და თბილი ამინდებია მოსალოდნელი, – ამის შესახებ “კვირას” სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

რაც შეეხება თბილისს, როგორც დოდო გვაზავამ განაცხადა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოიმატებს და დედაქალაქში 20-22 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.

“დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 20-25 გრადუსი იქნება, მთაში 17-22 გრადუსამდე გათბება. ზღვისპირეთში კი 18-22 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 20-22 გრადუსი იქნება მოსალოდნელი, მთაში 17-20 გრადუსი. რაც შეეხება სამხრეთ-დასავლეთის რაიონებს, ახალქალაქი-ბაკურიანსა და მიმდებარე ადგილებს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება 13-15 გრადუსი, ხოლო კობი-გუდაურსა და მის მიდამოებში 10-12 გრადუსი სითბო იქნება დღისით.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 24-ის ჩათვლით აქაც ვინარჩუნებთ უნალექო ამინდს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოიმატებს 20-22 გრადუსამდე.

თბილი ამინდები 24 ოქტომბრამდე შენარჩუნდება, 24-დან კი მოსალოდნელია არამდგრადი ამინდები რამდენიმე დღის განმავლობაში”, – განაცხადა დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები