100-ზე მეტი სკოლა და 600-ზე მეტი კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

დღეის მონაცემებით, 100-ზე მეტი სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა.

„როგორც იცით, ახლდება სტატისტიკა და ყოველ პარასკევს არის ხოლმე განახლებული ინფორმაცია. ორ დღეში კიდევ განახლდება. იცით, რომ დღეისთვის 100-ზე მეტი სკოლა და 600-ზე მეტი კლასი არის დისტანციურ რეჟიმში. მართვა გრძელდება წერტილოვნად. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ინფორმაცია და კვირაში ერთხელ ეს ინფორმაცია არის გაზიარებული საჯაროდ“, – აღნიშნა ნუნუ მიცკევიჩმა

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები