დღეს სვეტიცხოვლობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

წირვა რეგულაციების დაცვით ჩატარდება. საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს, იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია. სვეტიცხოველში წასვლის მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ უფასო ავტობუსებით, რომლებიც მცხეთის მიმართულებით საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 8:00 საათიდან გადის.

სვეტიცხოვლობა, ანუ კრება წმინდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთაათორმეტთა მოციქულთა უძველესი დღესასწაულია. ცნობები მისი აღნიშვნის შესახებ მე-4 საუკუნიდან მოიპოვება. სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერსა და 13 ივლისს აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები