ზესტაფონის მერმა 100 %-იანი გრანტის მქონე სტუდენტებს ფულადი ჯილდო გადასცა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში, 100 % – აინი გრანტის მქონე სტუდენტების დაჯილდოება გაიმართა. ერთიან ეროვნულ გამოცდებში, საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებს, ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე შეხვდა და მერიის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო გადასცა.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან, 100 % -იანი სახელმწიფო გრანტის მქონე 16-მა სტუდენტმა მერიისგან 1500 ლარი მიიღო.  

„ზესტაფონის მერია, უკვე მეორე წელია ახორციელებს 100 %-იანი გრანტის მქონე სტუდენტების დაჯილდოებას. საამაყოა, რომ ზესტაფონს მრავლად ყავს მოტივირებული და წარმატებული ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარ ცოდნას და ენერგიას, საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ქალაქს მოახმარენ“, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

მერიის ინიციატივა, რომელიც უკვე მეორე წელია ხორციელდება, ახალგაზრდებში განათლების მოტივაციის ამაღლებას და ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები