დღეიდან კვების ობიექტების მუშაობა ერთი საათით გახანგრძლივდება

დღეიდან კვების ობიექტების მუშაობა ერთი საათით გახანგრძლივდება და 22:00 საათის ნაცვლად, მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ.

გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, კვების ობიექტების მუშაობა ერთი საათით გახანგრძლივდება.

რესტორნების მუშაობა დღემდე 22:00 საათამდე იყო დაშვებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები