საბავშვო ბაღების მუშაობა დღეიდან განახლდა

დღეიდან, საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები მუშაობას განაახლებენ.

როგორც ბაღების სააგენტოში აცხადებენ, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა ბაგა-ბაღში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ყველა რეგულაცია და სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, კერძო და საჯარო საბავშვო ბაღებში სწავლა შეზღუდული იყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები