ამირან გამყრელიძე: სოფლის ექიმებმა უნდა იარონ კარდაკარ და დაარწმუნონ მოსახლე, ახლა ამცრელები უნდა მივიდნენ მათთან

სოფლის ექიმმა, პირველადი ჯანდაცვის ექიმმა უნდა იაროს კარდაკარ და დაარწმუნოს მოსახლე. იმის მაგივრად, რომ ჩვენთან მოვიდნენ ასაცრელად ხალხი, ახლა ამცრელები უნდა მივიდნენ მათთან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ოჯახის ექიმების და სოფლის ექიმების წახალისებასთან დაკავშირებით მთავრობის განკარგულებაში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ ექიმებს დამატებითი ანაზღაურება უნდა მიეცეთ, იმის მიხედვით თუ ვინ რამდენ ასაცრელს ჩართავს პროგრამ

„ცვლილება შედის მთავრობის განკარგულებაში, პირველადი ჯანდაცვის და სოფლის ექიმების წახალისების შესახებ, რომ მათ დამატებითი ანაზღაურება მიეცეთ, რასაც დღეს ისინი თითოეულ აცრაზე იღებენ. მათთვის დამატებითი მოტივაცია იქნება იმის მიხედვით, რამდენად მეტ ადამიანს ჩართავენ იმუნიზაციის პროცესში. საუბარია კარდაკარზე. სოფლის ექიმმა, პირველადი ჯანდაცვის ექიმმა უნდა იაროს კარდაკარ და დაარწმუნოს მოსახლე. იმის მაგივრად, რომ ჩვენთან მოვიდნენ ასაცრელად ხალხი, ახლა ამცრელები უნდა მივიდნენ მათთან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები