კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევიდან 518 თბილისში გამოვლინდა, იმერეთში – 325, კახეთში – 250
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 518 შემთხვევა, აჭარა – 120, იმერეთი – 325, ქვემო ქართლი – 92, შიდა ქართლი – 72, გურია – 52, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 190, კახეთი – 250, მცხეთა-მთიანეთი – 21, სამცხე-ჯავახეთი – 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 22 635 საიდანაც:
4 810 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 820, აჭარაში – 478, იმერეთში – 945.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 087 პირი, მათ შორის, თბილისში – 410, აჭარაში – 128, იმერეთში – 299. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 306 პირი, მათგან თბილისში – 179, აჭარაში – 32, იმერეთში – 33.
964 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 514 – თბილისში, 287 – აჭარაში.
16 861 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 38, ხოლო აჭარაში – 10.
სულ 6 ოქტომბრიდან – 23 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 165 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 039 ადამიანი.