კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 651 თბილისში, 201 აჭარაში, 288 კი იმერეთში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისსა და იმერეთში გამოვლინდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 965 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 651 შემთხვევა, აჭარა – 201, იმერეთი – 288, ქვემო ქართლი – 100, შიდა ქართლი – 150, გურია – 82, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 168, კახეთი – 161, მცხეთა-მთიანეთი – 80, სამცხე-ჯავახეთი – 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 567 922 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 523 669, გარდაიცვალა 7 917 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები