საქართველოში პირველად, შავი ზღვის ფსკერის გადაღება წყალქვეშა რობოტის საშუალებით განხორციელდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო წყალქვეშა ჰიდრობიოლოგიური კვლევებისწარმოებისთვის თანამედროვე,მაღალტექნოლოგიურ, დისტანციურ მართვის მოწყობილობით, წყალქვეშა რობოტით აღიჭურვა.

წყალქვეშა რობოტი საშუალებას იძლევამყვინთავებისთვის მიუწვდომელ,  450 მეტრამდე სიღრმეში, შეზღუდული ხილვადობის პირობებშიც კი,აწარმოოს კვლევა-ძიებითი სამუშაოები და მოახდინოს არსებული მდგომარეობის  ვიდეოაუდიო გადაღება, ფსკერის მონიტორინგი და სკანირება.

მნიშვნელოვანია, რომ რობოტი, გარდა წყალქვეშა ჰიდრობიოლოგიური კვლევების წარმოებისა, ზღვისა და შიგა წყალსატევების სიღრმეების კონტროლის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.

ხალი, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობამნიშვნელოვნად  შეუწყობს ხელს გარემოს ეროვნულსააგენტოშავი ზღვის მონიტორინგისგაუმჯობესებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები