გორის 3 ქუჩაზე გარე განათების 65 ნათურა გამოიცვალა
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წერეთლის, ანწუხელიძისა და გორგასლის ქუჩებზე გარე განათების ნათურები გამოიცვალა. აღნიშნულ ქუჩებზე ძველი ეკონათურები ახალი ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათებით ჩანაცვლდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ჯამში 65 ცალი, 50-ვატიანი დიოდური სანათი დამონტაჟდა.
სამუშაოები ა(ა) იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობს სააგენტომ შეასრულა.