გრიგოლეთში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. თვითმხილველების ინფორმაციით, მაშველებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მამაკაცი წყლიდან გამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობას გულისხმობს.