წალკის მუნიციპალიტეტში საყოველთაო იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს

წალკაში რეგიონული ჯანდაცვის სამედიცინო ცენტრში COVID 19 – ის საწინააღმდეგო აცრები ავტორიზებული ვაქცინებით: სინოვაკითა და სინოფარმით მიმდინარეობს. ამის შესახებ „კვირას“ წალკის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
„ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე: https://booking.moh.gov.ge ასევე შესაძლებელია სამედიცინო დაწესებულებაში ადგილზე რეგისტრაციის გავლა და ვაქცინაციაში მონაწილეობა.
იმუნიზაციის პროცესში მონაწილეობა წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ფეოხარ პარასკევოვმაც მიიღო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები