საქართველოში ღამის განმავლობაში 3 მიწისძვრა მოხდა
საქართველოში ღამის განმავლობაში მიწისძვრა 3-ჯერ დაფიქსირდა. პირველი 23:42 საათზე, შემდეგ 3:19 საათზე და მესამე 5:44 საათზე, რომლის სიმძლავრემაც 5.1 მაგნიტუდა შეადგინა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ისევ დმანისის რაიონი სოფელი სამებაა.