საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 4 314 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 1 687 შემთხვევა, აჭარაში – 772, იმერეთში – 618, ქვემო ქართლში – 202, შიდა ქართლში – 175, გურიაში – 129, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 247, კახეთში – 317, მცხეთა-მთიანეთში -59, სამცხე-ჯავახეთში – 88, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 20.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 53 614, საიდანაც 6 841 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 110, აჭარაში – 903, იმერეთში – 973.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 423 პირი, მათ შორის, თბილისში – 612, აჭარაში – 146, იმერეთში – 320. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 307 პირი, მათგან თბილისში – 193, აჭარაში – 22, იმერეთში – 20.
3 459 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 619 – თბილისში, 1 298 – აჭარაში. 43 314 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 67, ხოლო აჭარაში – 5. სულ 6 ოქტომბრიდან 14 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 042 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 919 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 22 311, პირი, აჭარაში – 6 570, იმერეთში – 4 690.