როგორია კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა, რომელსაც ნაყოფი დაეღუპა
კოვიდინფიცირებული ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ნაყოფი დაეღუპა, ამ დროისთვის, სტაბილურია. მან ფიზიოლოგიურად იმშობიარა და ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა.
7 თვის ორსულს კორონავირუსი 5 აგვისტოს ბათუმის სამშობიარო სახლში დაუდასტურდა.
ოჯახის წევრების განცხადებით, ახალგაზრდა ქალი მათ ხელწერელის საფუძველზე სახლში წაიყვანეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს.