ნინო ლაცაბიძე – სამწუხაროა, რომ ლევან ონიანისთვის მთავარი აღმოჩნდა თანამდებობა და არა გუნდის ობიექტური ინტერესები
„საკრებულოს განახლებულ გუნდში არ მოიაზრებოდა ლევან ონიანი, ალბათ, ეს აღმოჩნდა მისი გადაწყვეტილების მიზეზი და მან დატოვა „ქართული ოცნება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში, ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ.
მისივე თქმით, რუსთავს ეყოლება ძლიერი განახლებული გუნდი თვითმმართველობაში.
„საკრებულოს განახლებულ გუნდში არ მოიაზრებოდა ლევან ონიანი, ალბათ ეს აღმოჩნდა მისი გადაწყვეტილების მიზეზი და მან დატოვა „ქართული ოცნება“. სამწუხაროა, რომ მისთვის მთავარი აღმოჩნდა თანამდებობა და არა გუნდის ობიექტური ინტერესები“ , – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა ,,ქართული ოცნების“ რიგები დატოვა, როგორც მან განაცხადა, ის სოსო გოგაშვილის გუნდს უერთდება და თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას.