ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ალტერნატიული კულტურული სივრცე იხსნება
ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ალტერნატიული კულტურული სივრცე დღეს გაიხსნება. “ალტერნატიული სივრცე N12”- ამ სახელწოდების მულტიფუნქციური სივრცით სარგებლობა ნებისმიერ ხელოვანს შეეძლება.
პროფესიულ თუ მოყვარულ დასებს როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან, საშუალება ექნებათ, ისარგებლონ სარეპეტიციო სივრცით, გამართონ სპექტაკლები, კონცერტები და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიება.
ახალი სივრცე მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თეატრალური დასის სპექტაკლით “მარინა რევია” გაიხსნება. სპექტაკლის ჩვენებას კულტურის სფეროს მიწვეული წარმომადგენლები დაესწრებიან.