ბოლნისის მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, კორონავირუსის ვაქცინით, ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში, ადმინისტრაციულ ერთეულებში ბოლნისის მერის წარმომადგენლები აიცრნენ.ამის შესახებ ინფორმაციას, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ქალაქ ბოლნისში, მოქალაქეებს აცრის გაკეთება “ფაიზერის“, “სინოფარმისა” და “სინოვაკის” ვაქცინებით ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის– booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე, პირდაპირ, კლინიკაში ვიზიტის დროსაც. გარდა ამისა, ვიზიტის დასაჯავშნად, მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი – 144-3″, – ნათქვამია ინფორმაციაში.