თორნიკე რიჟვაძე: ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ,,შუამთობის” ღონისძიება არ გაიმართება

ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ,,შუამთობის” ღონისძიება არ გაიმართება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სოციალურ ქსელ “ფეისბუკზე” გამოაქვეყნა.

“ძალიან ვწუხვარ, რომ მომიწია ამ გადაწყვეტილების მიღება. წელს არ გაიმართება “შუამთობის” დღესასწაულთან დაკავშირებული ოფიციალური ღონისძიებები. “შუამთობა” ჩემთვისაც მნიშვნელოვანი დღესასწაულია და მესმის იმ ადამიანების, ვისაც გადაწყვეტილება შესაძლოა არ მოეწონა. მაგრამ ჩვენთვის და მთელი აჭარისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ერთმანეთზე ზრუნვა, გვერდში დგომა და გადაწყვეტილებებიც ეპიდვითარების (რომელიც იცვლება) ყოველდღიური გაანალიზების შედეგად მიიღება.

მოგიწოდებთ და გთხოვთ ყველას, გაითვალისწინეთ შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, თავი შეიკავეთ მასშტაბური თავშეყრისგან და დაიცავით კოვიდრეგულაციები.

იმედს ვიტოვებ, რომ პანდემია, რომელიც შეზღუდვებს გვიწესებს, ვაქცინაციით მალე იქნება დამარცხებული და უფრო დიდი სიხარულით აღნიშნავთ ჩვენთვის საყვარელ დღესასწაულებს!” – წერს თორნიკე რინვაძე სოფიალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები