საქართველოში კორონავირუსის 2796 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 17 ადამიანი გარდაიცვალა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 796 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 413 626-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.71 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.73 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.0 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 088 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 379 685-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 768 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 796 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარა – 413, იმერეთი – 263, ქვემო ქართლი – 152, შიდა ქართლი – 120, გურია – 71, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 108, კახეთი – 178, მცხეთა-მთიანეთი -58, სამცხე-ჯავახეთი – 57, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 147 საიდანაც: 5 427 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 841, აჭარაში – 556, იმერეთში – 771. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 053 პირი, მათ შორის, თბილისში – 493, აჭარაში – 82, იმერეთში -246. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 216 პირი, მათგან თბილისში – 163, აჭარაში – 5, იმერეთში – 16. 1 811 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 966 – თბილისში, 530- აჭარაში. 20 909 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 50, ხოლო აჭარაში – 8.
სულ 6 ოქტომბრიდან – 28 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 978 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 283 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 523, პირი, აჭარაში – 3 539, იმერეთში – 2 110.