არჩილ ჩიქოვანი: უახლოეს დღეებში, ბათუმში სტიქიის კომისია შეიკრიბება

დღეს გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ბათუმის აეროპორტმა რამდენიმე ფრენა ვერ მიიღო და თბილისში გადამისამრთდა. ნავიგაციის სამსახურთან ერთად ვმუშაობთ ამ საკითხზე და შესაბამისი სამსახურები განახლებულ ინფორმაციას მიაწოდებენ ჩვენს თანამოქალაქეებს. ამ ეტაპზე წვიმა კვლავ გრძელდება. სრულ მზადყოფნაშია მუნიციპალიური და ყველა შესაბამისი სამსახური. ინფრასტრუქტურული თუ ადამიანური შეფერხებები აღარ არსებობს და ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას ჩავდებთ იმისთვის, რომ შედეგები იყოს ლიკვიდირებული, – ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა  განაცხადა. არჩილ ჩიქოვანმა სტიქიის გამომწვევ მიზეზებზეც ისაუბრა.

„უახლოეს დღეებში შეიკრიბება სტიქიის კომისია, მას შემდეგ, რაც დამუშავდება მონაცემები. შედეგები დაიდება გეოლოგიური დასკვნებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ და ბუნებრივია, ყველა ჩვენი დაზარალებული თანამოქალაქისთვის ბათუმის მუნიციპალიტეტი შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს და ისინი დაკმაყოფილდებიან“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

უხვმა ნალექმა ბათუმში პრობლემები შექმნა – ცხელ ხაზზე 100-ზე მეტი შეტყობინება

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები