ლევან დავითაშვილი: ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ, საქართველოს – 4 დაცული ტერიტორია მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მოქალაქეებს საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორიისთვის იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მინიჭებას ულოცავს.

– რეკლამა –

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდა მსოფლიო მასშტაბით რუკაზე, როგორც გამორჩეული ბიომრავალფეროვნების მქონე ქვეყანა.

„სწორად იყო პრემიერის მიერ აღნიშნული ის ფაქტი, რომ საქართველოს უნიკალური ბუნება იუნესკო-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა და ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის, შავი ზღვის აუზისთვის. ეს არის საერთაშორისო აღიარება;

საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდა მსოფლიო მასშტაბით რუკაზე, როგორც გამორჩეული ბიომრავალფეროვნების მქონე ქვეყანა, რომელსაც უნიკალური ბუნება აქვს, რაც არ არის მხოლოდ საქართველოს კუთვნილება, ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი, რაც იუნესკო-მ დაადასტურა.

2019 წლიდან დავიწყეთ ამ ნომინაციაზე მუშაობა. აქ, ჩვენს სამინისტროსთან ერთად, მნიშვნელოვანია საგარეო საქმეთა სამინისტროს წვლილი, რომელიც მუშაობდა იუნესკო-სთან, და საბოლოოდ, დღეს ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები