ბათუმის ბულვარში კაცი მოკლეს

ბათუმის ბულვარში ერთ-ერთი კაფის დაცვის თანამშრომელი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, 55 წლის კაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

თვითმხილველების თქმით, სასიკვდილო დაზიანებები დაცვის თანამშრომელს დაახლოებით 20 წლის ახალგაზრდამ მიაყენა, რის შემდეგაც ის შემთხვევის ადგილოდან გაიქცა.

დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა დღეს დილით გარდაიცვალა.

ინციდენტი ბარში გუშინ მოხდა.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, მკვლელობის მუხლითაა დაწყებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები