როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – 18 ივლისის პროგნოზი
18 ივლისს ქუთაისში უმეტესად უნალექო დღე და +39 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +24 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +38 გრადუსი იქნება, ღამით კი +23 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია უნალექო დღე, ღამით კი +24 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე, ღამით კი +24 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო დღეა ნავარაუდევი. დღისით +37 გრადუსი იქნება, ღამით კი +23 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +23 გრადუსი იქნება.
მესტიაში იწვიმებს, დღისით +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +36 გრადუსამდე გათბება, აქაც უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +37 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი ახალციხეში, სადაც დღისით +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსამდე დაიწევს.
+34 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.
გორში ღრუბლიანი ამინდი და +38 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +22 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +37 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +21 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +38 გრადუსი იქნება, ღამით კი +25 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში, დღის განმავლობაში, +34 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი.
გურჯაანში დღისით ჰაერი +37 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე და +33 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +23 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით ჰაერი +38 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +36 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი.
გრძელვადიანი პროგნოზი იმის შესახებ, თუ როგორ ჩაივლის 2021 წლის ზაფხულის სეზონი საქართველოში, ნახეთ ამ ბმულზე.