თამარ გაბუნია: მოგვიწევს გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე ვიმუშაოთ, ამაზე დავიწყეთ უკვე ფიქრი

ეპიდემიური სიტუაცია უარესდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, ინფექცია სწრაფად ვრცელდება და აქტიური ჩარევის გარეშე ეს ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება. მისივე განმარტებით, აქტიური ჩარევის რესურსი ვაქცინაციასა და პირადი დაცვის საშუალებებზე გადის და ხაზი მოქალაქეთა პასუხისმგებლობას გაუსვა.

„ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კრიტიკულია და ამდენად, მოქალაქეებისა და საზოგადოების აქტიურობის გარეშე ეს წარმოუდგენელია. მესმის, ზაფხულია, კურორტები გაიხსნა, გასართობი ღონისძიებები ტარდება. გასართობ ღონისძიებაზე არ არის განწყობილი ადამიანი, რომ ნიღბით იყოს და დისტანცია დაიცვას, მაგრამ ასე არ გამოვა. ისევ მოგვიწევს გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე ვიმუშაოთ. ამაზე დავიწყეთ უკვე ფიქრი“,- განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები