ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინაციის პროცესს დეფიციტის შექმნის კუთხით საფრთხე არ ემუქრება
ჯანდაცვის სამინისტრო 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას მართავს. ღონისძიებას ესწრებიან პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის წევრები. ეკატერინე ტიკარაძემ პრეზენტაციისას მთავარ გამოწვევად პანდემია დაასახელა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ იმ რესურსების გათვალისწინებით, რაც მას გააჩნია, საკმაოდ ეფექტურად მართა.
“ჩვენ შევძელით და საკმაოდ ეფექტურად ვმართეთ კოვიდ პანდემია. ამ კომპონენტში მე არასდროს არ მინდა რომ დაგვავიწყდეს, თუ რა რესურსები გვქონდა, რისი შესაძლებლობები გვქონდა და რა რესურსების საშუალებით რა შედეგები დავდეთ. ყველაზე დიდი წარმატება არის ვაქცინაციის პროცესის 5 ივნისიდან დაწყება ქვეყანაში და მე ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ საზოგადოება აქაც იქნება მაქსიმალურად სოლიდარული. მთავრობამ, თავის მხრივ, იზრუნა და ჩვენ გვაქვს ამ ეტაპისთვის უკვე შესყიდული 3 მილიონ დოზამდე და დონაციით მიღებული 100 000 დოზაზე მეტი ვაქცინა. აქედან გამომდინარე, ამ პროცესს საფრთხე არ ემუქრება დეფიციტის შექმნის კუთხით,“ – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.