საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 23:53 საათზე დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 18 კმ-ში, სოფელ ირგანჩაისთან იყო.
მიწისძვრის სიძლიერემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.