გურჯაანში 3 წლის ბავშვი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულიდან გადმოვარდა. მცირეწლოვანი მიღებული დაზიანებებით თავდაპირველად გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის” საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო, ის თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“ძალიან მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, მრავლობითი ტრავმები გულის, თავის არეში და ზოგადად, რთული ვითარება იყო. ამიტომ მისი თბილისში გადაყვანა გადაწყდა და კრიტიკული მედიცინის ცენტრმა გადაიყვანა,- განაცხადა ჯეოჰოსპიტალსის დირექტორმა გელა ორველაშვილმა.
შემთხვევა გურჯაანში გუშინ მოხდა.
ამჟამად ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. დამატებითი დეტალები მომხდარზე უცნობია.