რა პრობლემები აქვთ ბოლნისელებს – დავით შერაზადიშვილი მოსახლეობას ხვდება
ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ დისველის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე მერი და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები სოფელში არსებულ პრობლემებს გაეცნენ და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
“დისველის მოსახლეობამ შეხვედრაზე სასმელი, სარწყავი წყლისა და საძოვრების პრობლემის მოგვარების საკითხი დააყენა. ბოლნისის მუნიციპალიტეტი, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, სოფელში ამ პრობლემების გადაჭრაზე აქტიურ მუშაობას დაიწყებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.