როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსი იქნება.
მათივე ცნობით, 9 -12 ივნისს სითბოს ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +24, +29 გრადუსი ფარგლებში დაფიქსირდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში 8 ივნისს უნალექო ამინდი იქნება, 9-12 ივნისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი იქნება.

ამინდი, პროგნოზი

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები