ქობულეთსა და კვარიათში მაშველები ზღვაში ორ მამაკაცს ეძებენ

შავი ზღვის სანაპირო ზოლში, ქობულეთისა და კვარიათის ტერიტორიაზე ერთდროულად ორი სამძებრო-სამაშველო ღონისიძიება მიმდინარეობს. მაშველები ზღვაში ორ მამაკაცს ეძებენ. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიში “კვირას”  განუცხადეს,  სამძებრო ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია  30-მდე მეხანძრე-მაშველი, მათგან 7 მყვინთავია, ასევე, 2 მცურავი საშუალება კატარღა, კვადროციკლები და დრონები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები