როგორი ამინდია მოსალოდნელი 4 ივნისს საქართველოში

სინოპტიკოსები 4 ივნისს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმას პროგნოზირებენ, თუმცა ძირითადად, მზიანი ამინდი შენარჩუნდება.

ბათუმში მცირე ნალექია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთში დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. ქუთაისში უმეტესად მზიანი ამინდი იქნება. დღისით +25 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +14 გრადუსი.

ფოთში სინოპტიკოსები უნალექო დღეს პროგნოზირებენ. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში უმეტესად მზიანი ამინდი იქნება, დღის განმავლობაში +25 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

მესტიაში +16 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე ნალექი.

ჭიათურაში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში უხვ ნალექს პროგნოზირებენ. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს.

+24 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +24 გრადუსი და უხვი ნალექია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღე იქნება გუდაურშიც, დღისით +13 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. ომალოშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. გურჯაანში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად წვიმიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღშიც, +27 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში იწვიმებს. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში დროგამოშვებით მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები