მაჟორიტარები გარდაბნის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვან პროექტებს გაეცნენ
რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარები ადგილზე ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტს გაეცნენ, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტში ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ნინო ლაცაბიძის ბიურო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მაჟორიტარები გაეცნენ სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემას, რომელზე მუშაობაც აქტიურ ფაზაშია.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის წყალმომარაგების სისტემის მოწყობითი სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს, აღნიშნული პროექტი უზრუნველყოფს, მარტყოფის, ნორიოს, ახალსოფლის, ვაზიანისა და ახალი სამგორის წყლით მომარაგებას. პროექტის ღირებულება შეადგენს 16 245 634 ლარს.